“თელავში, ხევში 2 მოზარდი დაიკარგა…”- რა კადრები ვრცელდება ადგილიდან? – geonewest.com
ახალი ამბები

“თელავში, ხევში 2 მოზარდი დაიკარგა…”- რა კადრები ვრცელდება ადგილიდან?

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თელავში, ხევში ორი მოზარდი დაიკარგა და რთული რელიეფის გამო ვეღარ შეძლეს უსაფრთხო ადგილზე დამოუკიდებლად გამოსვლა. ბავშვები ადგილიდან უვნებლად გამოიყვანეს.

“თელავში, ერთ-ერთი სასტუმროს მიმდებარედ, ხევში გადაადგილების დროს, ორი მოზარდი დაიკარგა და რთული რელიეფის გამო ვეღარ შეძლეს უსაფრთხო ადგილზე დამოუკიდებლად გამოსვლა.

ადგილზე გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. მეხანძრე-მაშველებმა მოზარდი, სპეციალური აღჭურვილობის საშუალებით, ხევიდან 25 მეტრის სიღრმიდან უვნებლად გამოიყვანეს.

მოზარდების ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება”

Back to top button