ახალი ამბები
(ვიდეო) “ტირილი ამიტყდა, მითხრა დაწყნარდიო და გააგრძელა დანის დარტყმა,ვერაფერს ვაკეთებდით, გაშეშებული ვუყურებდით “- “ოქროს მოწმის” ჩვენება 20 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე
ლეღვაში მომხდარი სასტიკი მკვლელობის საქმეზე, სასამართლოს ჩვენება “ოქროს მოწმემ” მისცა და ამბობს, რომ მკვლელობის შესახებ იცოდა მკვლელობისთვის დაკავებულის მამამ და ბიძამაც, რომელიც სასულიერო პირია და რამდენიმე თვის წინ გირაოთი გაათავისუფლეს.
ა.წ. 26 მაისს, ქობულეთში, სოფელ ლეღვაში სტადიონთან 20 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს. ახალგაზრდას მანამდე რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი ალხანიშვილი სოფელში მეგობართან ერთად სტუმრად იმყოფებოდა. მომხდარის გამო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამი პირი დააკავა, ერთს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.
ვიდეო: “ფორმულა”