“ტრაგედია მძვინვარებს,ყველასათვის ცნობილი ექიმი გარდაიცვალა, ხმის ამოღებაც ვერ მოასწრო საწყალმა, ვერ წარმოიდგენთ რა დაემართა..”
მედალფას” კლინიკის პედიატრი ვახტანგ გაჩეჩილაძე გარდაიცვალა.
“ჩემი ოჯახის დიდი იმედი და გულშემატკივარი… ჩვენი ვახო ექიმი… ეს მერამდენე ტკივილია”
“დააკლდება ყველას ყველას გულშემატკივარი და კეთილის მსურველი.ჩვენი ყველას გულისტკივილია. ჩემს შვილებზე მოამაგე ვახო ექიმი”;
“როგორ მეწყინა… ჩემი შვილები ვახო ექიმის გაზრდილია .უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი”;
ჩოხატაურის კლინიკა “მედალფას” პედიატრის, ვახტანგ გაჩეჩილაძის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება კლინიკის დირექტორი ანტონ ხუნდაძე.
“1988 წელია ,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში ვარ ჩასული როგორც რაიონის მთავარი ექიმის მოადგილე და ვესწრები ინტიტუტის ახალ დამთავრებულ სტუდენტთა სამუშაოდ განაწილების პროცესს,რაიონში ექიმთა მწვავე დეფიციტის გამო მინდოდა ექიმთა შერჩევა, უმრავლესობა უარს ამბობდა ჩოხატაურში სამუშაოდ წამოსვლაზე, ამ დროს ინსტიტუტის ერთი თანამშრომელი მეუბნება, რომ ორი ექიმი ,ცოლ-ქმარი თანახმა ჩოხატაურში წამოსვლაზეო. ძალიან გამიხარდა. მაშინ გავიცანი ვახო ექიმი, მეუღლე წარმოშობით ჩოხატაურელი არისო და სიამოვნებით წამოვალ ჩოხატაურშიო, მაშინ დაიწყო ჩვენი თანამშრომლობა და მეგობრობა, თავიდან სოფელ ნაბეღლავის პედიატრი იყო,შემდეგ რაიონის მთავარი პედიატრი,ბავშვთა საავადმყოფოს მთავარი ექიმი, ცენტრალური საავადმყოფოს წამყვანი პედიატრი,კლინიკა მამქოლის პედიატრი ,ბოლოს მედალფას ჩოხატაურის კლინიკის პედიატრი,კლინიკური მენეჯერი. თბილისში დაბადებული და გაზრდილი ადამიანი დაფუძნდა ჩოხატაურში,ძალიან უყვარდა თავისი სპეციალობა, აქაურობა და აქაური ხალხი.
თავისი მოღვაწეობის 36 წლის განმავლობაში იყო ძალიან მოთხოვნადი ექიმი, ათასობით გამოჯანმრთელებული პატარა პაციენტები და მადლიერი მშობლები,ნიჭიერი ,თბილი,მეგობრული,კარგი მამა და მეუღლე, 3 შვილის გამზრდელი,მათ შორის 2 ექიმი და ერთი იურისტი,მესამე ნანატრმა ვაჟმა(ორი გოგონას შემდეგ) რომ დაოჯახდა ,ძალიან გახარებული იყო,შვილიშვილი მეყოლებაო, მაგრამ ….. სამწუხაროდ ვერ მოესწრო და ყველას ძალიან დაგვწყვიტა გული ,ოჯახს, კოლეგებს,მეგობრებს,პაციენტებს და მის მშობლებს. დავკარგეთ ძალიან კარგი ექიმი ,მეგობარი და მოქალაქე.
შპს „მედალფას“ თანამშრომლები გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ოჯახს,მეუღლეს,შვილებს ,საზოგადოებას,ვიზიარებთ მწუხარებას,ვუსურვებთ ოჯახს ჯანმრთელობას,გამრავლებას და ბედნიერ ცხოვრებას ,რისთვისაც იღწვოდა ვახტანგ გაჩეჩილაძე მისი ნაყოფიერი მოღვაწეობის მანძილზე.
ვახო ,შენი მოღვაწეობა დაუვიწყარი იქნება ყველასთვის.სიკვდილი თან ერთვის ტკივილს,რომელსაც ვერავინ განკურნავს და სიყვარული ტოვებს მეხსიერებას,რომელსაც ვერავინ მოიპარავს და დარჩება ჩვენს მოგონებებში.
გემშვიდობები მეგობარო,ნათელში იყოს შენი სული!” – წერს ანტონ ხუნდაძე.
ვახო ექიმი მძიმე სენს ებრძოდა.