ახალგაზრდა, რომელსაც ოთხი დღე ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს – geonewest.com
ახალი ამბები

ახალგაზრდა, რომელსაც ოთხი დღე ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, ასპინძის სოფელ ხიზაბავრაში მცხოვრები, 27 წლის სანდრო შემაზაშვილი, დღეს საღამოს გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას ახალციხის ტელეკომპანია „მეცხრე არხი“ ავრცელებს.

ახლობლების ინფორმაციით, სანდრო შემაზაშვილი ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ კლდის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს.

სანდრო შემაზაშვილი, სახლიდან პირველ თებერვალს, გვიან ღამით გავიდა. მას ოჯახი და სამართალდამცველები ქვეყნის მასშტაბით, ოთხი დღის განმავლობაში ეძებდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე ძიება სსკ-ს 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

Back to top button