“ხალხი ყვიროდა, ზოგი ფანჯრებიდან თეთრეულით ცდილობდა ცეცხლისგან თავის დახსნას, ზოგმა გადახტომა სცადა“ –  თურქეთში, სასტუმროში გაჩენილ ხანძარს 66-მდე ადამიანი ემსხვერპლა – ახალი დეტალები – geonewest.com
ახალი ამბები

“ხალხი ყვიროდა, ზოგი ფანჯრებიდან თეთრეულით ცდილობდა ცეცხლისგან თავის დახსნას, ზოგმა გადახტომა სცადა“ –  თურქეთში, სასტუმროში გაჩენილ ხანძარს 66-მდე ადამიანი ემსხვერპლა – ახალი დეტალები

თურ­ქეთ­ში, სას­ტუმ­რო­ში გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრის შე­დე­გად და­ღუ­პულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 66-მდე გა­ი­ზარ­და, – ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას Sky News-ი თურ­ქე­თის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრზე, ალი იერ­ლი­კა­ი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

თურ­ქე­თის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის ცნო­ბით, ხან­ძრის შე­დე­გად და­შა­ვე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 51-ს აღ­წევს.

ხან­ძა­რი თურ­ქე­თის ბო­ლუს პრო­ვინ­ცი­ა­ში, სამ­თო-სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორტ კარ­ტალ­კა­ი­ა­ში მდე­ბა­რე 12-სარ­თუ­ლი­ან სას­ტუმ­რო­ში, ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით, 03:27 სა­ათ­ზე გაჩ­ნდა.

ბო­ლუს გუ­ბერ­ნა­ტო­რის აბ­დუ­ლა­ზიზ აი­დი­ნის გან­ცხა­დე­ბით, შემ­თხვე­ვის დროს სას­ტუმ­რო­ში 234 ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და და წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, ხან­ძა­რი სას­ტუმ­როს მე­ო­თხე სარ­თულ­ზე მდე­ბა­რე რეს­ტო­რან­ში გაჩ­ნდა და ზედა სარ­თუ­ლებ­ში გავ­რცელ­და.

ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სულ მცი­რე, 2 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა სას­ტუმ­როს ფან­ჯრე­ბი­დან გა­დახ­ტო­მის შე­დე­გად. გავ­რცე­ლე­ბულ კად­რებ­ში ჩანს ფან­ჯრე­ბი­დან გად­მო­კი­დე­ბუ­ლი თეთ­რე­უ­ლი, რო­მელ­საც ცე­ცხლმო­კი­დე­ბუ­ლი შე­ნო­ბი­დან გა­საქ­ცე­ვად იყე­ნებ­დნენ.

სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი დი­ლამ­დე გაგ­რძელ­და.

სა­თხი­ლა­მუ­რო ინ­სტრუქ­ტორ­მა ნე­ჯ­მი კეპ­ჩე­თუ­ტან­მა თურ­ქულ ტე­ლე­ვი­ზი­ას გა­ნუ­ცხა­და, რომ მან გაქ­ცე­ვა მო­ა­ხერ­ხა, რად­გან იც­ნობ­და სას­ტუმ­როს, ხოლო სტუმ­რებს, რომ­ლებ­მაც ის ისე კარ­გად არ იცოდ­ნენ, არ გა­უ­მარ­თლათ.

“სას­ტუმ­რო კვამლში იყო გახ­ვე­უ­ლი, რის გა­მოც სტუმ­რებს გა­უ­ჭირ­დათ სა­ხან­ძრო გა­სას­ვლე­ლე­ბის პოვ­ნა. ხალ­ხი ფან­ჯრე­ბი­დან ითხოვ­და შვე­ლას, რად­გან შიგ­ნით ძლი­ე­რი კვამ­ლი იყო. 20-25 ადა­მი­ა­ნი გა­მოყ­ვა­ნა მო­ვა­ხერ­ხეთ“, – გა­ნუ­ცხა­და მან NTV-ს.

თვითმხილ­ვე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ სას­ტუმ­როს ხან­ძარ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სის­ტე­მამ გა­მარ­თუ­ლად ვერ იმუ­შა­ვა.

სას­ტუმ­როს მე­სა­მე სარ­თულ­ზე მცხოვ­რებ­მა სტუ­მარ­მა ატა­კან ელ­ქო­ვა­ნუ ამ­ბობს, რომ მის­მა ცოლ­მა წვის სუნი ისე იგ­რძნო, რომ გან­გა­შის სიგ­ნა­ლი არ ჩარ­თუ­ლა.

“ზედა სარ­თუ­ლებ­ზე ხალ­ხი ყვი­რო­და, დახ­მა­რე­ბას ითხოვ­და, ზოგი თეთ­რე­უ­ლით ცდი­ლობ­და ხან­ძრის­გან თა­ვის დახ­სნას, ზოგ­მა გა­დახ­ტო­მა სცა­და“, – ყვე­ბა ის.

ტე­ლე­ვი­ზია NTV ვა­რა­უ­დობს, რომ სას­ტუმ­როს ინ­ტე­რი­ე­რის ხით მო­პირ­კე­თე­ბამ, და­აჩ­ქა­რა ხან­ძრის გავ­რცე­ლე­ბა.

ის ასე­ვე იტყო­ბი­ნე­ბა, რომ 161-ნომ­რი­ა­ნი სას­ტუმ­რო კლდე­ზეა, რაც აფერ­ხებ­და ხან­ძრის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლას.

კარ­ტალ­კა­ია არის პო­პუ­ლა­რუ­ლი სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორ­ტი ქო­რ­ოღ­ლუს მთებ­ში, და­ახ­ლო­ე­ბით 300 კი­ლო­მეტრში (185 მილი) სტამ­ბო­ლის აღ­მო­სავ­ლე­თით. ხან­ძა­რი სას­კო­ლო არ­და­დე­გე­ბი­სას გაჩ­ნდა, რო­დე­საც რე­გი­ონ­ში სას­ტუმ­რო­ე­ბი გა­და­ჭე­დი­ლია.

ად­გილ­ზე 30 სა­ხან­ძრო მან­ქა­ნა და 28 სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნა მუ­შა­ობ­და.

ხან­ძრის გა­მომ­წვე­ვი გა­რე­მო­ე­ბე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია. მომ­ხდა­რის გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო.

Back to top button