ახალი ამბები
(ფოტო) „ამ ფოტორობოტის მიხედვით ვეძებთ არაადამიანს, ვინც ჩემს შვილს სიცოცხლე წაართვა” – დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ანას დედა ფოტორობოტს აქვეყნებს
“ფოტორობოტის მიხედვით ვეძებთ არაადამიანს, ვინც ჩემს შვილს სიცოცხლე წაართვა”, – წერს სოციალურ ქსელში დიდ დიღომში საეჭვო ვითარებაში დაღუპული 12 წლის ანა იანუშაიტიტეს დედა.
როგორც ნატო ხუტაშვილი წერს, ინფორმაციის მომწოდებელი 10 000 დოლარით დაჯილდოვდება.
“გთხოვთ გააზიაროთ! ამ ფოტორობოტის მიხედვით ვეძებთ არაადამიანს ვინც ჩემს შვილს სიცოცხლე წაართვა. გთხოვთ, კარგად დააკვირდეთ, ინფორმაციის მომწოდებელი დაჯილდოვდება 10 000 დოლარით. ანონიმურობა გარანტირებულია” – წერს ნატო ხუტაშვილი.
ანა იანუშაიტიტე 16 მარტს ღამით დიდ დიღომში გაუჩინარდა. მანამდე 12 წლის გოგონა მისი სახლის მიმდებარედ სეირნობდა, შემთხვევამდე ის არაერთმა მეზობელმა ნახა. მთელი ღამის ძებნის შემდეგ, 17 მარტს დაახლოებით 2 საათზე გოგონა დაღუპული იპოვეს.