რა ელის მსოფლიოს წელს – ნახეთ ვანგას შოკისმომგვრელი წინასწარმეტყველება
ბულგარელი ნათელმხილველის ვანგას წინასწარმეტყველებას ხშირად განიხილავენ. წინასწარმეტყველმა წლების მიხედვით მთავარი საფრთხეების, მსოფლიოში განვითარებული მოვლენებისა და კატასტროფების შესახებ დეტალურად აღწერა.
2024 წლისთვის ვანგამ თქვა, რომ დედამიწაზე კლიმატური კატასტროფები კიდევ უფრო გააქტიურდება. გამოჩნდება ძლიერი ქარიშხალი, ტორნადო, რომელიც ძალიან დიდ ზარალს გამოიწვევს. გარდა ამისა, წინასწარმეტყველმა თქვა, რომ წყნარი ოკეანის აუზში დამანგრეველი მიწისძვრები გააქტიურდება. შესაძლოა, იქ გიგანტური ასტეროიდი ჩავარდეს და დიდი წყალდიდობაც გამოიწვიოს.
ვანგამ ასევე იწინასწარმეტყველა, რომ 2024 წელი განსაკუთრებით ცხელი იქნება და ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კრიტიკულ ნიშნულს მიაღწევს. თუკი, 2023 წელს ძლიერმა სიცხემ ბევრი ადამიანი შეაწუხა, ვანგამ თქვა, რომ 2024 წელს ამასთან შედარებით, გაცილებით რთული მდგომარეობა იქნება.
2024 წლისთვის ბულგარელმა წინასწარმეტყველმა გლობალური კონფლიქტი იწინასწარმეტყველა, რომელიც შეიძლება, მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა გახდეს. ეს იმდენად მასშტაბური იქნება, რომ მსოფლიო მოსახლეობის მკვეთრად შემცირებას გამოიწვევს. ვანგამ ასევე ბირთვული კატასტროფაც იწინასწარმეტყველა, რომელიც ატომური ელექტროსადგურის აფეთქებით იქნება გამოწვეული.
ვანგას წინასწარმეტყველებით, იქნება ვლადიმერ პუტინის მკვლელობის მცდელობა, არა საერთაშორისო აგენტის, არამედ საკუთარი ქვეყნის მოქალაქის მხრიდან.
ევროპაში რუსეთი ტერორისტულ თავდასხმებს განახორციელებს.