ტრაგედიის ახალი დეტალები – აშშ-ში ვერტმფრენის ჩამოვარდნას კომპანია Siemens-ის ხელმძღვანელი, მისი მეუღლე და მათი 3 შვილი ემსხვერპლა – geonewest.com
ახალი ამბები

ტრაგედიის ახალი დეტალები – აშშ-ში ვერტმფრენის ჩამოვარდნას კომპანია Siemens-ის ხელმძღვანელი, მისი მეუღლე და მათი 3 შვილი ემსხვერპლა

ნიუ-იორკში, ვერტმფრენის ჩამოვარდნას ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დაღუპულია პილოტი და ერთი ოჯახის 5 წევრი. მედიის ცნობით, შემთხვევას ემსხვერპლა ევროპული ტექნოლოგიური კომპანიის, Siemens-ესპანეთის აღმასრულებელი დირექტორი, მისი მეუღლე  და მათი 3 მცირეწლოვანი შვილი – 4, 5 და 11 წლის ბავშვები.

ოფიციალური წყაროების თანახმად, საჰაერო ტრანსპორტი ესპანელი ტურისტების ოჯახს ეკუთვნოდა.

ავიაკატასტროფის მიზეზის დასადგენად, დაწყებულია გამოძიება.

სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ ვიდეოებში ჩანს, რომ ვერტმფრენი წყალშია ჩაძირული.

Back to top button