ახალი ამბები
კაცმა დანა გამოიტანა და ახალგაზრდა ცოლს სხეულის სხვადასხვა ადგილას რამდენიმე ჭრილობა მიაყენა – სად მოხდა უმძიმესი შემთხვევა?
რუსთავში, მე-17 მიკრორაიონში ქმარმა ცოლი დაჭრა. 35 წლამდე ქალს კაცმა ცივი იარაღით, სხეულის სხვადასხვა არეში, მრავალი ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა “კლინიკა რუსთავში” გადაიყვანა.
როგორც სამედიცინო დაწესებულებაში “ინფო რუსთავს” განუცხადეს, პაციენტი თავდაპირველად რეანიმაციულ ბლოკში მოათავსეს, თუმცა ახლა უკვე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და თერაპიულ განყოფილებაში გადავიდა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
ინფო რუსთავი