
ჟურნალი „სითი“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს – გარდაიცვალა მათი გუნდის ერთ-ერთი წევრი, ანკა სტურუა.
სამწუხარო ამბავს ნათია ბუკია ემოციური პოსტით ეხმიანება:
„ჩემი დის ბავშვობის მეგობარი და უკარგესი ახალგაზრდა გოგო აღარ არის… სიკვდილის მერე რაც არის, იმისი არ მეშინია მაგრამ აქ ვინც რჩება, როგორ გაუძლოს ამხელა ტკივილს? ყველას მხნეობას და გამძლეობას ვუსურვებ მის ოჯახის წევრებს, მეგობრებს და ახლობლებს. ურთულესია სიკვდილი მაგრამ სიცოცხლე მის გარეშე არ არსებობს, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ. სიკვდილზე რომ მიფიქრია, ერთადერთი ხსნა ალბათ ის არის, მადლობელი იყო ყველა იმ წუთის და წამის, გარდაცვლილ ადამიანთან გატარების შესაძლებლობა რომ მოგეცა, როცა ეს დრო ბევრი იყო, განსაკუთრებით მაშინ. ანკა ნამდვილად ასეთი იყო თავისი ახლობლებისთვის და მეგობრებისთვის, ბედნიერების და სიხარულის მომტანი. ასეთად დარჩება სულ, ახალგაზრდად, მხიარულად და ლამაზად“, – წერს ნათია ბუკი