ახალი ამბები

ქორწილი რომელიც ტრაგედიათ იქცა. რა გახდა 25 წლის ბიჭის მკვლელობის მიზეზი რომელიც ძმის ქორწილში მოკლეს.

თბილისში, 25 წლის გურამ ბოიკო ცივი იარაღით მოკლეს. ბოიკო წარმოშობით სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორიდან იყო

მოკლულის ახლობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი გუშინ თბილისში, „ლისი მერეში“, ძმის ქორწილში იმყოფებოდა.

თვითმხილველების თქმით, სუფრასთან ახალგაზრდებს შორის დაწყებული დაპირისპირება ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა.

ბოიკო ინციდენტის მონაწილეების გაშველებას ცდილობდა, რა დროსაც, მას ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს.

“20 ადა­მი­ა­ნი იყო და ვერც ერ­თმა ვერ და­ი­ნა­ხა. ჩხუ­ბი იყო, ჩემი დის შვი­ლი აშ­ვე­ლებ­და. არ იყო ინი­ცი­ა­ტო­რი, უბ­რა­ლოდ აშ­ვე­ლებ­და რომ ქორ­წილს ჩა­ევ­ლო ნორ­მა­ლუ­რად. მეტს ვე­რა­ფერს გე­ტყვით ფი­ზი­კუ­რად.

და­ნით არის დაჭ­რი­ლი. არა­ვინ არის და­კა­ვე­ბუ­ლი, ეძებს პო­ლი­ცია,“ – აცხა­დებს მოკ­ლუ­ლის ნა­თე­სა­ვი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

Back to top button