(ვიდეო) რესტორანში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 22 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა – geonewest.com
ახალი ამბები

(ვიდეო) რესტორანში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 22 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა

ჩრდილოეთ ჩინეთში, ქალაქ ლიაონინგში, ერთ-ერთ რესტორანში გაჩენილი ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 22 ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა. ინფორმაციას abcnews-ი ჩინეთის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ხანძარი სამშაბათს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 12:25 საათზე გაჩნდა.

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ხელისუფლებას მოუწოდა, ყველანაირი ძალისხმევა გამოიყენონ დაზარალებულებისა და დაღუპულთა ოჯახების დასახმარებლად და ხანძრის გამომწვევი მიზეზების გამოსაძიებლად.

მედიის ცნობით, გამომძიებლებს ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით არ დაუდგენიათ

Back to top button