დააკავეს 31 წლის ქალი, რომელიც 29 წლის კაცს მასთან სე*სს აიძულებდა – პოლიცია კაცმა გამოიძახა
29 წლის იტალიელი და 31 წლის მოლდაველი შეხვდნენ გაცნობის აპლიკაციაში და გადაწყვიტეს შეხვედრა რესტორანში, სავახშმოდ.
ქალმა, რომელმაც კლუბი ნასვამ მდგომარეობაში დატოვა, ბიჭი სახლში დაპატიჟა, თუმცა მან მასთან სექსზე უარი განაცხადა. უარის თქმამ ფაქტობრივად გააგიჟა ქალი, რომელმაც ჯერ სახლში ჩაკეტა, შემდეგ კი ბოთლით დაემუქრა.
მოლდაველი ქალის მიერ იზოლირებული და ფაქტობრივად გატაცებულ 29 წლის მამაკაცს არაფერი შეეძლო, გარდა პოლიციის გამოძახებისა, რომელიც მივიდა და ქალი წინააღმდეგობის გაწევისა და სხეულის დაზიანების მიყენების ბრალდებით დააკავეს.
შემთხვევის ადგილზე პოლიციის გარდა მეხანძრე-მაშველები მივიდნენ და გარე სახლში კიბეით შევიდნენ, ბიჭის გადასარჩენად.
ოფიცრებს გაუჭირდათ ქალის დაპატიმრება, რომელიც საძინებელში იმალებოდა. პოლიციელების დანახვაზე ქალი უფრო აჟიტირებული გახდა და სასტიკად ურტყამდა პოლიციელებს წიხლებს და სიკვდილით ემუქრებოდა.
პოლიციელი დაჭრეა მუცლის არეში. ქალის დამშვიდების შემდეგ ის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. 31 წლის ქალი თანამდებობის პირისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და დაჭრის ბრალდებით დააკავეს. – წერს უცხოური მედია