
გლდანში, ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ბიჭი ემსხვერპლა. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი მოპედს შეეჯახა. დაიღუპა კურიერი, რომელიც მოპედს მართავდა.
- გარდაცვლილია 31 წლის შაკო შარაბიძე.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ავტომობილს არასრულწლოვნები მართავდნენ.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლი დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს