
ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარია მოხდა. ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.ავარიის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 3 მოქალაქე, რომლებიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.ადგილზე შსს და საგანგებო სიტუაციების მართვის ეკიპაჟები არიან მობილიზებული. შსს-ს ცნობით მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.
ფოტო: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი