(ვიდეო) მტკვრის სანაპიროზე ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა – geonewest.com
ახალი ამბები

(ვიდეო) მტკვრის სანაპიროზე ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა.

ადგილზე მობილიზებულია  სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სამართალდამცველების რამდენიმე ეკიპაჟი.

შსს-ის თქმით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

Back to top button