ხვიჩა კვარაცხელია მესის წინააღმდეგ, როდის გაიმართება შეხვედრა და სად შეძლებთ ყურებას? – geonewest.com
ახალი ამბები

ხვიჩა კვარაცხელია მესის წინააღმდეგ, როდის გაიმართება შეხვედრა და სად შეძლებთ ყურებას?

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის 1/8 ფინალში ხვიჩა კვარაცხელიას “პსჟ” ლიონელ მესის “ინტერ მაიამის” დაუპირისპირდება.

B ჯგუფში  ფრანგულმა გუნდმა პირველი ადგილი დაიკავა,  A ჯგუფში კი “ინტერ მაიამი” მეორეზე გავიდა, შესაბამისად ქართველისა და არგენტინელის გუნდები მომდევნო ეტაპზე ერთმანეთს შეხვდებიან.

მატჩი საქართველოს დროით 29 ივნის 20:00 საათზეა ჩანიშნული, როგორც მოგეხსენებათ პირდაპირი ტრანსლაცია საზოგადოებრივ მაუწყებელზე იქნება.

Back to top button