
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი სიმაღლიდან ხევში გადავარდა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავარაუდოდ თბილისიდან ლისისკენ მიმავალი ავტომობილი, რომელშიც 6 ადამიანი იჯდა, სიმაღლიდან ხევში გადავარდა და ხუთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთი დაშავებული მამაკაცი კლინიკაშია გადაყვანილი.
გარდაცვლილები ახალგაზრდები არიან. ისინი ერთმანეთის მეგობრები იყვნენ.
“ამბების” ინფორმაციით, დაღუპულები არიან ცოლ-ქმარი ალექსანდრე ჩხეიძე და ნათია ჯანაძე, ასევე გვანცა არევაძე და მისი მეუღლე ნიკა ქუთათელაძე და მათი მეგობარი მარიამ ქადაგიძე.
წყარო: ambebi.ge



