
ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ამ დროისთვის უცნობია, რამ გამოიწვია მოქალაქის ჩამოვარდნა მაღალი სართულიდან – იყო ეს უბედური შემთხვევა, უსაფრთხოების ნორმების დარღვევა თუ სხვა გარემოება.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, ასევე იმყოფება ექსპერტ-კრიმინალისტთა ჯგუფი.
ინფორმაციისთვის, გვიან ღამით, ბათუმში, ე.წ. ჭაობის დასახლებაში, 17 წლამდე გოგო გარდაიცვალა, ისიც სიმაღლიდან ვარდნის შედეგად.
წყარო: აჭარა თაიმსი