მამამ თანასოფლელის მიერ შვილთან ჩადენილი გარყვნილი ქმედების შესახებ გაიგო, რასაც სროლა მოჰყვა – რა მოხდა გურიაში და ვინ არის დაჭრილი? – geonewest.com
ახალი ამბები

მამამ თანასოფლელის მიერ შვილთან ჩადენილი გარყვნილი ქმედების შესახებ გაიგო, რასაც სროლა მოჰყვა – რა მოხდა გურიაში და ვინ არის დაჭრილი?

რამდენიმე დღის წინ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბურნათში დაწყებული კონფლიქტი მამაკაცის დაჭრით დასრულდა. დაჭრის ფაქტს ” გურია ნიუსთან” მერის წარმომადგენელი აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულში ზაზა ანდღულაძე ადასტურებს.

ამას გარდა, ცნობილი ხდება, რომ მამაკაცებს შორის კონფლიქტი სოფელში მომხდარ სავარაუდო პედოფილიის შემთხვევას უკავშირდება.

როგორც წყარო ამბობს, 50 წლამდე ასაკის მამაკაცმა 17 წლამდე მოზარდზე სექსუალურად იძალადა. მომხდარი ცნობილი გახდა არასრულწლოვნის მამისთვის.

“მეგობართან ერთად საჩხუბრად მოვიდა. სროლის ხმა იყო და შევიტყვეთ, რომ ბავშვის მამის მეგობარი დაჭრილია. კაცი, კი რომელსაც არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობას ედავებოდნენ, დაჭრის გამო დააკავეს”, – უთხრა  წყარომ “გურია ნიუსს”.

წყარო: გურია ნიუსი

Back to top button