ახალი ამბები
საქართველოსთან ახლოს ძლიერი მიწისძვრა მოხდა: სად იყო ეპიცენტრი და რა სიმძლავრის ბიძგები დაფიქსირდა?
ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 5,2 მაგნიტუდა შეადგინა. აზერბაიჯანის სეისმოლოგიური სამსახურის ცენტრის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ლანკარანიდან ჩრდილო-დასავლეთით 9 კილომეტრში იყო. მიწისქვეშა ბიძგები სომხეთშიც იგრძნობოდა.
მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.