
მეცნიერები აცხადებენ, რომ მოულოდნელად დედამიწის ბრუნვის სიჩქარე გაიზარდა, რის გამოც, მომდევნო კვირებში ისტორიაში სამი ყველაზე ხანმოკლე დღე იქნება.
ჩვენი პლანეტის ერთ ბრუნვას 24 საათი სჭირდება, მაგრამ ამ ზაფხულს იქნება სამი ისეთი დღე, როცა დღე-ღამის ხანგრძლივობა დაახლოებით 1,51 მილიწამით შემცირდება. ამის შესახებ ინფორმაცია Popular Mechanics-ის ანგარიშშია მოცემული.
- დედამიწის ბრუნვისა და საცნობარო სისტემების სამსახურმა დაადგინა, რომ მოკლე დღე_ღამე გველოდება 9 ივლისს, 22 ივლისსა და 5 აგვისტოს.
მეცნიერების თქმით, ეს თარიღები იმ პერიოდს დაემთხვევა, როცა მთვარე ეკვატორიდან ყველაზე შორს იქნება, რაც დედამიწის ბრუნვის სიჩქარეზე მოახდენს გავლენას.

2020 წლიდან მოყოლებული ყველაზე მოკლე დღედ 2024 წლის 5 ივლისი დაფიქსირდა:
“ამ აჩქარების მიზეზი ახსნილი არ არის. მეცნიერთა უმეტესობა თვლის, რომ ეს დედამიწის შიგნით არსებული ფენომენია. ოკეანისა და ატმოსფერული მოდელები ამ უზარმაზარ აჩქარებას ვერ ხსნის. დედამიწის ბრუნვის უზარმაზარი ცვლილება არ გამოიწვევს კატასტროფას, მაგრამ ეს კიდევ ერთი მანიშნებელია იმისა, რომ ჩვენ ძალიან უჩვეულო დროში ვიმყოფებით”, – ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.