რა სამწუხარო ამბავი გავრცელდა, ლეგენდარული ქართველი რეჟისორი გარდაიცვალა – geonewest.com
ახალი ამბები

რა სამწუხარო ამბავი გავრცელდა, ლეგენდარული ქართველი რეჟისორი გარდაიცვალა

ლეგენდარული ქართველი კინორეჟისორი, ელდარ შენგელაია 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას „ნატო ვაჩნაძის ფონდი” ავრცელებს.

ელდარ შენგელაიას ფილმებიდან აღსანიშნავია: „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“, „შერეკილები“, „ლეგენდა ყინულის გულზე“, „თოვლის ზღაპარი“, „თეთრი ქარავანი“, „მიქელა“ (ნოველა კინოალმანახზე „წარსულის ფურცლები“), „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „სამანიშვილის დედინაცვალი“, „ექსპრეს-ინფორმაცია“, „Dog Rose“, „სავარძელი“, „ჭა“.

მიღებული აქვს საქართველოს ლენინური კომკავშირის პრემია, შრომის წითელი დროშის ორდენი, სსრკ-ის სახელმწიფო პრემია, შოთა რუსთაველის სახელობის პრემია, წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი, წმინდა გიორგის ოქროს ორდენი, თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.

Back to top button