აჭარაში, ორი კვირის წინ, შვილთან ერთად გაუჩინარებული ქალი იპოვეს – geonewest.com
ახალი ამბები

აჭარაში, ორი კვირის წინ, შვილთან ერთად გაუჩინარებული ქალი იპოვეს

აჭარაში ორი კვირის წინ გაუჩინარებული ქალი იპოვეს. 26 წლის თინათინ ცინცაძის და მისი მცირეწლოვანი შვილის კვალზე პოლიცია ცოტა ხნის წინ გავიდა, ამის შესახებ ინფორმაციას ”ტვ პირველი” ავრცელებს.

ეს ინფორმაცია “პირველებს” გაუჩინარებული დედაშვილის ოჯახმა დაუდასტურა. რა მოხდა და სად იყვნენ დედა შვილი გასული დღეების განმავლობაში, ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ქალი პოლიციას ჩვენებას მისცემს.

შემთხვევა ხელვაჩაურში მოხდა. დედა-შვილის კვალი 20 თებერვლის შემდეგ დაიკარგა. ბუნდოვან ვითარებაში გაუჩინარებული ქალის დედა, ამბობს რომ მის შვილს სავარაუდოდ, ქმართან ჰქონდაა კონფლიქტი.

Back to top button