
ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა. მომხდარის შედეგად 4 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, სამი დაშავებული კი კლინიკაში გადაიყვანეს.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.