(ვიდეო) რას ამბობდა უკანასკნელ ინტერვიუში, ტრისტან სარალიძე ყველაზე პოპულარულ როლზე
ტრისტან სარალიძე გარდაიცვალა. 68 წლის მსახიობი, ბოლო პერიოდში, მძიმე სენს ებრძოდა.
რამდენიმე თვის წინ, მსახიობი ტრისტან სარალიძე „ნიკოლოზის კითხვების“ სტუმარი იყო. ტრისტან სარალიძემ გაიხსენა პერიოდი, როდესაც ფილმი „სიყვარული ყველას უნდა“ გამოვიდა.
„მეოთხე კურსზე რომ ვიყავი, დაიწყო „სიყვარული ყველას უნდა“- ს გადაღება. ფილმი რომ გამოვიდა, ისეთი პოპულარული ვიყავი, ქუჩაში ვერ დავდიოდი.
ახალდაბაში ვერ ჩავდიოდი, რომ ჩავიდოდი, იწყებოდა გაუთავებელი ქეიფები. რაიკომის პირველი მდივანი, პროკურორი, მილიციის უფროსი, ყველა რეკავდა, გამომიგზავნიდნენ ხოლმე მანქანას, ამოდიო. დედაჩემმა მითხრა, ასე თუ გააგრძელებ, გალოთდებიო. იმას ეგონა, ლოთი მაინცდამაინც ტალახში უნდა გორაობდეს.
დილით, შუადღეს და საღამოს მთვრალი ვარ და გალოთებული ვარ, აბა, რა ვარ, ვუთხარი.“- იხსენებს ტრისტან სალარიძე.