მანქანა ჯერ გაჩერებულ “ბეემვეს” დაეჯახა, მერე ბორდიურს და კინაღამ საცხობში შევარდა – სად მოხდა ავარია და რა დაემართა მძღოლს? – geonewest.com
ახალი ამბები

მანქანა ჯერ გაჩერებულ “ბეემვეს” დაეჯახა, მერე ბორდიურს და კინაღამ საცხობში შევარდა – სად მოხდა ავარია და რა დაემართა მძღოლს?

რუსთავში, შარტავას გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. „ინფო რუსთავის“ ცნობით,, „ჰონდას“ მარკის ავტომობილი „ბეემვეს“ მარკის გაჩერებულ ავტომობილს დაეჯახა, რის შემდეგაც ინერციით საცხობის მიმდებარედ, ბორდიურზე ავარდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

ავარიის დროს არავინ დაშავებულა. არსებული ინფორმაციით „ჰონდას“ მარკის ავტომობილის მძღოლი გადაადგილების დროს მოულოდნელად შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც მოხდა შეჯახება.

ინფო რუსთავი

Back to top button