“კისერზე კვალი ჩანს, როგორ მახრჩობდნენ… მიჭირს გადაადგილებაც”– როგორია დავით ქაცარავას მდგომარეობა?
დავით ქაცარავამ, რომელსაც აქციაზე სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ, ინგოროყვას სახელობის კლინიკა დატოვა.
ქაცარავამ კიდევ ერთხელ ისაუბრა საპოლიციო ძალების მხრიდან იმ ძალადობაზე, რომლის მსხვერპლიც 14 მაისს, რუსთაველის გამზირზე გახდა, რის შემდეგაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.
“მძიმე ფორმით არის ტვინის შერყევა და საკმაოდ მიჭირს გადაადგილება და რაიმე სახის აქტივობა და უნდა დავემორჩილო დანიშნულ მკურნალობს. გარკვეული პერიოდი წოლითი რეჟიმი მექნება. აქედან პირდაპირ მივდივართ ექსპერტიზაზე სამხარაულის ბიუროში, შემდეგ სახლში და მაქსიმალურად გავაკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ მალე დავუბრუნდე საოკუპაციო ხაზს და პროტესტს ქუჩაში.
კისერზე კვალი ჩანს, როგორ მახრჩობდნენ ე.წ. სპეცრაზმელები, ისინი არიან ჯალათები, იყო ჩემი გაგუდვის მცდელობა ბოლო ცემის დროს, როდესაც ყველაზე ბრუტალურად გამისწორდნენ ეს ჯალათები. მხედველობის პრობლემაც მაქვს, ჯერჯერობით არ არის რულად აღდგენილი,” განაცხადა ქაცარავამ კლინიკიდან გაწერის შემდეგ.
ცნობისთვის, დავით ქაცარავას 14 მაისს, რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის მძიმე დაზიანებებით ინგროყვას კლინიაში მკურნალობდა.
წყარო: https://mix .metronome. ge/