2 დღეა 16 წლის ბიჭის კვალს ვერსად მიაგნეს – ვინ არის დაკარგული და რა ინფორმაცია ვრცელდება სკოლის მოსწავლის შესახებ? – geonewest.com
ახალი ამბები

2 დღეა 16 წლის ბიჭის კვალს ვერსად მიაგნეს – ვინ არის დაკარგული და რა ინფორმაცია ვრცელდება სკოლის მოსწავლის შესახებ?

რუსთავში დაკარგული 16 წლის ბიჭის სამძებრო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოებში სამართალდამცავებთან ერთად სამაშველო სამსახურიცაა ჩართული.

მოზარდს მთელი ქალაქის მასშტაბით ეძებენ. მათ შორის მდინარე მტკვარში მყვინთავები.

შეგახსენებთ, რომ 16 წლის რევაზ დათაშვილი 14 სექტემბერს 02:00 საათზე თბილისის ქუჩიდან, საცხოვრებელი სახლიდან გავიდა და მას შემდეგ არავი უნახავს.

ინფო რუსთავი

Back to top button