
კასპში ქალი დაჭრეს, ჯერ მჟავა სახეში შეასხეს და შემდეგ ბენზინით მისი დაწვა სცადეს. დაშავებული ქალი ბიბლიოთეკის თანამშრომელია.
როგორც ,,ქართლის ამბებს” ოჯახის ახლობლებმა განუცხადეს, ბრალდებული ყოფილი მეუღლეა, რომელსაც მეუღლე 4 წლის წინ დაშორდა. მათივე ცნობით, დაშავებული ქალი კატასტროფის ბრიგადას თბილისში გადაჰყავს, სავარაუდო დამნაშავე კი მიმალვაშია.