ორი მანქანა ერთმანეთს დაეჯახა, შემდეგ ერთი ტროტუარზე ავარდა და საგზაო ნიშანი მოგლიჯა – კიდევ ერთი მძიმე ავარია – geonewest.com
ახალი ამბები

ორი მანქანა ერთმანეთს დაეჯახა, შემდეგ ერთი ტროტუარზე ავარდა და საგზაო ნიშანი მოგლიჯა – კიდევ ერთი მძიმე ავარია

ავტოსაგზაო მოხდა შემთხვევა რუსთავში. “ინფო რუსთავის” ცნობით, რუსთაველისა და ბათუმის ქუჩების კვეთაზე ერთმანეთს “ტოიოტას” და “შევროლეს” მარკის ავტომობილები დაეჯახნენ.

გზაჯვარედინზე შეჯახების შემდეგ “შევროლეს” მარკის ავტომობილი ინერციით ტროტუარზე ავარდა და საგზაო ნიშანი მოგლიჯა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.

ინფო რუსთავი

Back to top button