
🇬🇪 დღეს ქართველი მებრძოლები RAF-ის საჭიდაო ტურნირზე გამოვლენ!
მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი დღეს, 14 ნოემბერს, აბუ-დაბიში გასამართ RAF-ის ტურნირზე იჭიდავებენ.
მერაბ დვალიშვილის მეტოქე ცნობილი ბრაზილიელი მებრძოლი მარლონ მორაეში იქნება, ხოლო 21 წლის საბა ლაზიშვილი ამერიკელ ვეტერან მოჭიდავეს, ურია ფაბერს დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ საბა ლაზიშვილი ტურნირზე უმარ ნურმაგომედოვს ჩაანაცვლებს. ქართველი სპორტსმენები დაპირისპირების შემდეგ გათავისუფლდნენ და ასპარეზობისთვის მზად არიან.
🇬🇪 ვუსურვოთ ჩვენს ბიჭებს წარმატება! მთელი საქართველო გულშემატკივრობს მერაბსა და საბას! ❤️



