“გთხოვთ, მოერიდოთ ღია სივრცეებს, სანაპირო ზოლს. წინასწარ მიიღოთ ზომები და მოემზადოთ ” – მეტეოროლოგი მოსახლეობას აფრთხილებს – geonewest.com
ახალი ამბები

“გთხოვთ, მოერიდოთ ღია სივრცეებს, სანაპირო ზოლს. წინასწარ მიიღოთ ზომები და მოემზადოთ ” – მეტეოროლოგი მოსახლეობას აფრთხილებს

სანაპირო კურორტებზე ამჟამად არის რთული მეტეო პირობები, რომლებიც შესაძლოა გაძლიერდეს უახლოეს საათებში, – ამის შესახებ მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში წერს.

“სანაპირო კურორტებზე ამჟამად არის რთული მეტეო პირობები, რომლებიც შესაძლოა გაძლიერდეს უახლოეს საათებში.

გთხოვთ, მოერიდოთ ღია სივრცეებს, სანაპირო ზოლს და დაიცვათ უსაფრთხოების რეკომენდაციები.

 ამჟამად ბათუმში ძლიერი ქარიშხალი და ინტენსიური წვიმაა – დარჩით უსაფრთხოდ, დარჩით სითბოში.

აქვე გეტყვით – უამინდობა და ძლიერი ქარი საღამოს საათებში აღმოსავლეთ საქართველოში გადაინაცვლებს.

გთხოვთ, წინასწარ მიიღოთ ზომები და მოემზადოთ.” – წერს კობა ფარტენაძე.

Back to top button