
იტალიაში ქართველი ემიგრანტი ქალი გარდაიცვალა. 38 წლის ნანიკო სირაძის შესახებ ინფორმაციას მისი მეგობრები ავრცელებენ.
მათი თქმით, სირაძე ქალაქ მილანში ცხოვრობდა და მუშაობდა. ბოლო პერიოდში კი მძიმე სენს ებრძოდა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სამსახურის დატოვება მოუწია. გარდაცვლილი წარმოშობით ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლიდან იყო.
ოჯახის წევრები ცხედრის საქართველოში გადმოსვენების პროცედურების დასაწყებად, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციას ცდილობენ.
ემიგრანტთა თემის წარმომადგენლები სოციალურ ქსელებში სირაძის ახლობლებს თანაგრძნობას უცხადებენ.
წყარო: mak.ge



