რა მაგარია, სასიხარულო ამბავი უსაყვარლესი ტყუპების შესახებ. – geonewest.com
ახალი ამბები

რა მაგარია, სასიხარულო ამბავი უსაყვარლესი ტყუპების შესახებ.

კუპატას თავგადასავლის შემდეგ, გიორგი კეკელიძე მორიგ წიგნზე მუშაობს.

ამის შესახებ მწერალი სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ წიგნის მთავარი პერსონაჟები ყველასათვის საყვარელი შოშიები – დაჩი და დანიელი იქნებიან.

„კუპატას თავგადასავალმა ხომ დიდი ამბავი შექმნა, მაგრამ მისი მეორე წიგნი, გამოგიტყდებით და უკეთესი გამოდის. აქ დრო უკან ბრუნდება და კუპატა, თოლია-თვითმფრინავთან ერთად, აფრიკიდან მძინარა ზებრის ჩამოსაყვანად მიემართება. იმ ზებრის, მერე გზაზე ბავშვები რომ გადაჰყავდა. ჰოდა, აფრიკამდე ბევრ საინტერესო ადგილს გაივლის – პინგვინი გვინის სამეფოს, სულ პირველი სათამაშოების კუნძულს, პატრონებისგან მიტოვებული ძაღლების კუნძულს და სხვა ჯადოსნურ ადგილებს.

და კიდევ, მისი თანამგზავრები, სხვებთან ერთად ტყუპი შოშიები – დაჩი და დანიელი იქნებიან,“ – წერს გიორგი კეკელიძე

Back to top button