
ნიკოლოზ ხაბელაშვილი წლების განმავლობაში, თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში მუშაობდა და გადაუდებელი მედიცინის სპეციალისტი იყო.
„ექიმი, რომელსაც არაერთი სიგიჟე ჩაუდენია პაციენტის გადასარჩენად. ადამიანი, რომელიც ყოველთვის ამშვიდებდა სხვებს და იუმორს არასდროს კარგავდა… საქართველომ შენი სახით დაკარგა არაჩვეულებრივი შვილი და პროფესიონალი ექიმი. შეხვედრამდე, ნიკა ექიმო,“ – წერს გარდაცვლილის მეგობარი.
კოლეგების ინფორმაციით, ხაბელაშვილს გულის პრობლემები ჰქონდა, სტენტიც ჩაუდგეს, თუმცა საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ თრომბი განუვითარდა და მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ახალგაზრდა ექიმი ბოლოს, ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრსა და პირველ სამედიცინო ცენტრში მუშაობდა.



