პოლონეთში ავარიას 2 ქართველის სიცოცხლე ემსხვერპლა – geonewest.com
ახალი ამბები

პოლონეთში ავარიას 2 ქართველის სიცოცხლე ემსხვერპლა

პოლონეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ქართველი ემიგრანტი ემსხვერპლა. დაღუპულთაგან ერთ-ერთი 29 წლის ნიკა ნაპოვნიშევია, რომელიც წარმოშობით დედოფლისწაროდანაა.  ინფორმაციას ადგილობრივი მედია “მთავარი ამბები კახეთიდან” ავრცელებს.

ავტოსაგზაო შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა. პოლონური მედიის ცნობით, მეორე დაღუპული, ასევე 35 წლის ქართველი კაცია. მათი მანქანა ცენტრალურ მაგისტრალზე ტრაილერს შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ორივე მათგანი ადგილზე დაიღუპა.

Back to top button