სკოლასთან მოსწავლეს მანქანა დაეჯახა – სად მოხდა შემთხვევა და როგორია მოზარდის მდგომარეობა? – geonewest.com
ახალი ამბები

სკოლასთან მოსწავლეს მანქანა დაეჯახა – სად მოხდა შემთხვევა და როგორია მოზარდის მდგომარეობა?

მარნეულში მანქანა სკოლის მოსწავლეს დაეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. 

შემთხვევა დღეს საღამოს, მე-5 სკოლასთან მოხდა, რა დროსაც BMW-ს მარკის მსუბუქი ავტომობილი სკოლის მოსწავლეს დაეჯახა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დაშავებული მოსწავლე სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. 

Back to top button