ჩხუბის დროს ერთი კაცი კიბიდან ჩამოვარდა და დაიღუპა, მეორემ კი აიღო და საკუთარ ეზოში დამარხა – სადა მოხდა მძიმე შემთხვევა და ვინ არის დაპატიმრებული? – geonewest.com
ახალი ამბები

ჩხუბის დროს ერთი კაცი კიბიდან ჩამოვარდა და დაიღუპა, მეორემ კი აიღო და საკუთარ ეზოში დამარხა – სადა მოხდა მძიმე შემთხვევა და ვინ არის დაპატიმრებული?

პო­ლი­ცი­ამ მკვლე­ლო­ბის­თვის ბრალ­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი და­ა­კა­ვა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქვე­მო ქარ­თლში ორ პირს შო­რის მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბი­სას, ერთ-ერთი კი­ბე­ზე და­გორ­და და მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა. მე­ო­რემ კი კვა­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით მისი ცხე­და­რი ეზო­ში და­მარ­ხა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დმანისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული  ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1979 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ჯ.ა. დააკავეს.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მთვრალ მდგომარეობაში მყოფ ჯ.ა.-ს და დ.დ.-ს შორის მომხდარი ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, შედეგად დ.დ.-მ დაკარგა წონასწორობა, დაგორდა კიბეებზე, დაეცა ბეტონის ფილაზე. მიღებული დაზიანების შედეგად დ.დ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებულმა კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარი საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა.

ქვემო ქართლის პოლიციამ, დ.დ.-ს ცხედარი ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ეზოში აღმოაჩინა.

სამართალდამცველებმა ჯ.ა. ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

წყარო: resonancedaily. com

Back to top button