
თბილისში ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა წუხელ მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები ახალგაზრდა გოგო და ბიჭი არიან.
როგორც Ambebi.ge-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია



