
საბერიოში, დამწვარი სახლის ადგილას ახალი აშენებულია – ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე ავრცელებს.
“საბერიოში, დამწვარი სახლის ადგილას ახალი აშენებულია. უბედურ მშობლებს ჭერი მაინც ექნებათ”, – წერს კეკელიძე და ფოტოს ავრცელებს.
