
🔴 წინანდალში 50 წლამდე ბიძამ 25 წლამდე დისშვილი დაჭრა | ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა, მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა 2 იანვარს, გვიან ღამით მოხდა. როგორც მათ ადგილობრივები უყვებიან, სიტყვიერი დაპირისპირება ყოფით ნიადაგზე დაიწყო, რაც მოგვიანებით ფიზიკურ კონფლიქტში გადაიზარდა. დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი და, როგორც მედია წერს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
📍 მათივე ცნობით, 50 წლამდე კაცი შემთხვევის ადგილას დააკავეს. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს



