280-ზე მეტი მიწისძვრა 48 საათში – რა ხდება საბერძნეთში? – geonewest.com
ახალი ამბები

280-ზე მეტი მიწისძვრა 48 საათში – რა ხდება საბერძნეთში?

ათენის უნივერსიტეტის სეისმოლოგიური ლაბორატორიის მონაცემებით, ბოლო 48 საათის განმავლობაში საბერძნეთის კუნძულებზე 280-ზე მეტი მიწისძვრა დაფიქსირდა – ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კუნძულ სანტორინის მოსახლეობას სეისმური აქტივობის გაზრდის შემდეგ მოუწოდა “სიმშვიდე შეინარჩუნონ”.

ძლიერი სეისმოლოგიური აქტივობის გამო, სკოლები დაიხურა, ხელისუფლებამ კი მოსახლეობას დახურულ სივრცეებში თავშეყრისგან თავის შეკავება ურჩია.

ორშაბათს სანტორინის ჩრდილო-აღმოსავლეთით 4,9 მაგნიტუდის ბიძგები დაფიქსირდა, ხოლო ბოლო დღეებში 4,3 და 3,9 მაგნიტუდის მიწისძვრები დაფიქსირდა.

Back to top button