როგორია მამაკაცის მდგომარეობა, რომელიც საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს – geonewest.com
ახალი ამბები

როგორია მამაკაცის მდგომარეობა, რომელიც საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს

გურიის მოამბე წერს, რომ 55 წლის ზვიად ჯინჭარაძე, მეტსახელად “ჯუმათა” საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს.

როგორც გამოცემა წერს, აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც კაცი მანქანაში ჩაჯდა – სავარაუდოდ, ასაფეთქებელი ნივთიერება დისტანციურ მართვაზე იყო დამონტაჟებული და აფეთქებაც მართვის პულტის მეშვეობით მოხდა.

ექიმების შეფასებით, პაციენტს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნება.

ფორმულას შსს-ში უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ადგილზე შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.

Back to top button