ტრაგედია საგურამოში: ავარიას 26 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა – ვინ აღმოჩნდა დაღუპული, რომელიც უკვე სახლთან იყო მისული? – geonewest.com
ახალი ამბები

ტრაგედია საგურამოში: ავარიას 26 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა – ვინ აღმოჩნდა დაღუპული, რომელიც უკვე სახლთან იყო მისული?

სა­გუ­რა­მო­ში მომ­ხდა­რი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა მსხვერ­პლით დას­რულ­და. რო­გორც ახ­ლობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, ავა­რი­ის შე­დე­გად ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა სა­ჭეს­თან მყო­ფი 26 წლის ახალ­გაზ­რდა, ზაზა ნა­დი­რაშ­ვი­ლი. ის სა­გუ­რა­მო­ში ცხოვ­რობ­და და რო­გორც ჩანს, ახალ­გაზ­რდა სახ­ლში ბრუნ­დე­ბო­და, როცა შემ­თხვე­ვა მოხ­და. 

“ღრმა მწუ­ხა­რე­ბას გა­მოვ­თქვამთ ზაზა ნა­დი­რაშ­ვი­ლის ტრა­გი­კუ­ლი გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო. ზაზა GIONFE-ში წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იკა­ვებ­და მე­ნე­ჯე­რულ პო­ზი­ცი­ებს და მან დიდი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბა­ში, ჩვე­ნი არ­სე­ბო­ბის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს ეტაპ­ზე. ის იყო ძა­ლი­ან ღირ­სე­უ­ლი და გა­მორ­ჩე­უ­ლი მე­გო­ბა­რი, რომ­ლის და­კარ­გვა გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მეა და წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ჩვენ­თვის. ჩვე­ნი გუნ­დი უსამ­ძიმ­რებს და თა­ნა­უგ­რძნობს ზა­ზას ოჯახ­სა და მის მე­გობ­რებს” – წე­რია სამ­ძიმ­რის წე­რილ­ში, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს არა­ფორ­მა­ლურ­მა გა­ნათ­ლე­ბის ინ­სტი­ტუტ­მა გა­ავ­რცე­ლა. ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში ზაზა ნა­დი­რაშ­ვი­ლიწლე­ბის მან­ძილ­ზე მუ­შა­ობ­და.

“რო­გორც ვი­ცით, ავა­რია სახ­ლთან ახ­ლოს მოხ­და. სა­გუ­რა­მო­ში ცხოვ­რობ­და ოჯახ­თან ერ­თად. ზაკი ჩვე­ნი დიდი ხნის გა­მორ­ჩე­უ­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო. ძა­ლი­ან მძი­მეა ჩვენ­თვის ეს ამ­ბა­ვი. 26 წლის იყო, ახალ­გაზ­რდა, სი­ცო­ცხლით სავ­სე, და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი. რო­გორც ვი­ცით, სა­ჭეს­თან თვი­თონ იჯდა, რა და რო­გორ მოხ­და, ზუს­ტად დე­ტა­ლე­ბი არ ვიცი, სამ­წუ­ხა­როდ, ად­გილ­ზეა გარ­დაც­ვლი­ლი. გუ­შინ­წინ გა­ი­გეთ ამის შე­სა­ხებ”, – განუცხადა “ამბებს” ზაზა ნა­დი­რაშ­ვი­ლის თა­ნამ­შრო­მელ­მა.

წყარო: ambebi.ge

Back to top button