მსოფლიო წესრიგი იცვლება: იქნება დიდი ომი – რას გვიქადის აბიგია ანანდი უახლოეს მომავალში? – geonewest.com
ახალი ამბები

მსოფლიო წესრიგი იცვლება: იქნება დიდი ომი – რას გვიქადის აბიგია ანანდი უახლოეს მომავალში?

ინ­დო­ე­ლი წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლი აბი­გია ანან­დი, რო­მელ­მაც მსოფ­ლიო აღი­ა­რე­ბა პან­დე­მი­ი­სა და უკ­რა­ი­ნის ომის ზუს­ტი პროგ­ნო­ზი­რე­ბით მო­ი­პო­ვა, ახალ სკან­და­ლურ ინ­ტერ­ვი­უს აქ­ვეყ­ნებს. 20 წლის ას­ტრო­ლო­გი, რო­მე­ლიც ვე­დურ სის­ტე­მას ეყ­რდნო­ბა, კა­ცობ­რი­ო­ბის უახ­ლო­ეს ათწლე­უ­ლებს საკ­მა­ოდ დრა­მა­ტულ ფე­რებ­ში ხა­ტავს.

ანან­დის თქმით, 2020 წელი იყო გარ­დამ­ტე­ხი წერ­ტი­ლი (პლა­ნე­ტე­ბის იშ­ვი­ა­თი გან­ლა­გე­ბა), რო­მელ­მაც მსოფ­ლიო წეს­რი­გის ტრანსფორ­მა­ცი­ას ჩა­უ­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი. მსგავ­სი მოვ­ლე­ნე­ბი ის­ტო­რი­ა­ში მხო­ლოდ 1206 (ჩინ­გიზ ყა­ე­ნის შე­მო­სე­ვე­ბი), 1603 (კა­პი­ტა­ლიზ­მის და­ბა­დე­ბა) და 1935 (მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის პრე­ლუ­დია) წლებ­ში ხდე­ბო­და.

მე­სა­მე მსოფ­ლიო ომი და კრი­ტი­კუ­ლი თა­რი­ღე­ბი

კი­თხვა­ზე, გვე­ლო­დე­ბა თუ არა მე­სა­მე მსოფ­ლიო ომი, ანან­დი ცალ­სა­ხად პა­სუ­ხობს: “ჩვენ ნამ­დვი­ლად ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მივ­დი­ვართ”. მისი პროგ­ნო­ზით, პრო­ცე­სი ორ ეტა­პად გა­ი­ყო­ფა:

  • პირ­ვე­ლი ფაზა (2029-2032 წლე­ბი): კონ­ფლიქ­ტე­ბი იქ­ნე­ბა ფრაგ­მენ­ტუ­ლი და ლო­კა­ლუ­რი, თუმ­ცა და­ძა­ბუ­ლო­ბა პიკს მი­აღ­წევს.
  • მე­ო­რე ფაზა (2035-2039 წლე­ბი): ეს იქ­ნე­ბა ყვე­ლა­ზე მძი­მე პე­რი­ო­დი. ანან­დი გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას ამახ­ვი­ლებს 2039-2041 წლებ­ზე, სა­დაც ას­ტრო­ლო­გი­უ­რი ას­პექ­ტი სა­ოც­რად ჰგავს 1941 წელს, რო­დე­საც მე­ო­რე მსოფ­ლიო ომმა კულ­მი­ნა­ცი­ას მი­აღ­წია.

თუმ­ცა, ას­ტრო­ლო­გი გვამ­შვი­დებს, რომ ისე­თი მას­შტა­ბუ­რი მსხვერ­პლი, რო­გო­რიც გა­სულ სა­უ­კუ­ნე­ში იყო, არ იქ­ნე­ბა, რად­გან ომი უფრო ტექ­ნო­ლო­გი­ურ ხა­სი­ათს მი­ი­ღებს.

უკ­რა­ი­ნა, რუ­სე­თი და ძალ­თა გა­და­ნა­წი­ლე­ბა

უკ­რა­ი­ნის ომ­თან და­კავ­ში­რე­ბით ანან­დი სკეპ­ტი­კუ­რია. მისი თქმით, კონ­ფლიქ­ტი კი­დევ დიდ­ხანს გაგ­რძელ­დე­ბა. გარ­კვე­უ­ლი ზავი შე­საძ­ლოა 2027-2028 წლებ­ში და­ი­დოს, თუმ­ცა ეს არ იქ­ნე­ბა სა­ბო­ლოო მშვი­დო­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა რუ­სეთს, ას­ტრო­ლო­გი აღ­ნიშ­ნავს, რომ 2027 წელს ქვეყ­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა შე­იც­ვლე­ბა.

და­სავ­ლე­თის და­ი­სი და “ახა­ლი აღ­მო­სავ­ლე­თი”ანან­დის თქმით, 2020 წელს და­სავ­ლე­თის 400-წლი­ა­ნი დო­მი­ნა­ცი­ის ციკ­ლი დას­რულ­და. ახლა ძა­ლა­უფ­ლე­ბა აღ­მო­სავ­ლე­თის­კენ (ინ­დო­ე­თი, ჩი­ნე­თი) ინაც­ვლებს.

  • აშშ: 2028 წელს ქვე­ყა­ნას პო­ლი­ტი­კუ­რი გა­დატ­რი­ა­ლე­ბა ელის. 2033 წლი­დან კი დო­ლა­რი პო­ზი­ცი­ებს მკვეთ­რად და­კარ­გავს.
  • ჩი­ნე­თი: 2029 და 2040 წლებ­ში ქვე­ყა­ნა­ში შიდა არე­უ­ლო­ბე­ბია მო­სა­ლოდ­ნე­ლი, თუმ­ცა ჩი­ნე­თი მა­ინც დარ­ჩე­ბა მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთ წამ­ყვან ეკო­ნო­მი­კად.
  • ოქრო: მათ­თვის, ვინც ინ­ვეს­ტი­ცი­ებ­ზე ფიქ­რობს, ანან­დი ამ­ბობს, რომ 2033-2036 წლებ­ში ოქ­როს ფასი 20-25%-ით და­ე­ცე­მა, თუმ­ცა გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში ის მა­ინც ყვე­ლა­ზე სა­ი­მე­დო აქ­ტი­ვად დარ­ჩე­ბა.

ბუ­ნებ­რი­ვი კა­ტაკ­ლიზ­მე­ბი

გარ­და პო­ლი­ტი­კი­სა, ას­ტრო­ლო­გი აფრ­თხი­ლებს მსოფ­ლი­ოს 2040 წლის­თვის მო­სა­ლოდ­ნე­ლი გი­გან­ტუ­რი ვულ­კა­ნუ­რი ამოფრქვე­ვის შე­სა­ხებ, რა­მაც შე­საძ­ლოა გლო­ბა­ლუ­რი შიმ­ში­ლო­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს.

“კა­ცობ­რი­ო­ბას აქვს შან­სი, 2033 წლამ­დე თა­ვი­დან აი­ცი­ლოს ბირ­თვუ­ლი ომი, რად­გან ჯერ კი­დევ ე.წ. “მშვი­დო­ბის 60-წლი­ან ციკლში” ვიმ­ყო­ფე­ბით, მაგ­რამ ამის შემ­დეგ პლა­ნე­ტე­ბის გავ­ლე­ნა გა­ცი­ლე­ბით მკაც­რი გახ­დე­ბა”, – აცხა­დებს აბი­გია ანან­დი.

Back to top button