დაღუპულია ერთი ადამიანი, კიდევ ერთი საავადმყოფოში გადაიყვანეს – ავარია ტრაგიკულად დასრულდა – geonewest.com
ახალი ამბები

დაღუპულია ერთი ადამიანი, კიდევ ერთი საავადმყოფოში გადაიყვანეს – ავარია ტრაგიკულად დასრულდა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად  სოფელ ხამისკურში ერთი პირი დაიღუპა, ხოლო ერთი  დაშავდა. გარდაცვლილია შუა ხნის ასაკის  მამაკაცი. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში „პრაიმტაიმს“ განუცხადეს,რომ მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია მძღოლი.

“სამწუხაროდ ტრაგიკული შემთხვევა მოხდა ხამისქურის მთავარ საავტომობილო გზაზე. უბედურმა შემთხვევამ შეიწირა ჩვენი თანასოფლელი, უპატიოსნესი კაცი – რადი შელია”, – წერენ სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში.

პრაიმტაიმი

Back to top button