
შოკის მომგვრელი ამბავი თბილისის ცენტრში – შვილი დედის ცხედარს 2 წელი საკუთარ საძინებელში, ზეწარში გახვეულს მალავდა. გაუჩინარებულ დედას მხოლოდ მაშინ მიაგნეს, როცა შვილიც გარდაიცვალა. თუ რა მოხდა საიდუმლოებით მოცულ ბინაში, “კურიერი პ.ს.”-ის კვირის სიუჟეტში გახდება ცნობილი.
მანმდე კი მეზობლები კომენტარს აკეთებენ.
“ყოველთვის ამბობდა, რომ დედა არის სადღაც ნათესავთან”.
“შემთხვევით გადაწიეს რაღაც ნაჭერი საწოლზე და ნახეს ეს ქალი გარდაცვლილი”, – თქვეს მეზობლებმა
დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის წარმომადგენელი კი პირდაპირ ამბობს, რომ ასეთი რამ მის პრაქტიკაში არასდროს ყოფილა.
რუსთავი 2



