ახალი ამბები
რა დაწერა ტრაგიკულად დაღუპულმა საბა გვარმიანმა უკანასკნელი პოსტი.
მაშველებმა სვანეთში, მდინარე ნაკრაში, დაკარგული მესამე მოზარდის, 18 წლის საბა გვარმიანის ცხედარი იპოვეს. მას და კიდევ ორ ახალგაზრდას მაშველები 6 დღე ეძებდნენ…
„ნუ იტყვით ჩემზე ცუდს იქ, სადაც მე არ ვარ!…“, – წერდა ფეისბუკის უკანასკნელ პოსტში საბა გვარმიანი.
იქამდე მდინარე ნაკრაში, პატარა ჰესის მიმდებარედ, დილითვე მიაგნეს 14 წლის გიორგი ვიბლიანის ცხედარსაც, რომელსაც რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ.
შეგახსენებთ, რომ 2 მაისს 3 მოზარდი სოფელ ჭუბერიდან ნაკრაში ბრუნდებოდა, რა დროსაც ავარიაში მოყვნენ და მდინარეში გადაცვივდნენ.