22 წლის ტურისტი საქართველოში ერთ-ერთ სასტუმროში გარდაცვლილი იპოვეს – ვინ არის დაღუპული და რას წერენ ტრაგედიის შესახებ? – geonewest.com
ახალი ამბები

22 წლის ტურისტი საქართველოში ერთ-ერთ სასტუმროში გარდაცვლილი იპოვეს – ვინ არის დაღუპული და რას წერენ ტრაგედიის შესახებ?

თბი­ლის­ში, სას­ტუმ­რო “Panorama 360 Hotel“-ში, 22 წლის რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე ალი­ნა კამ­ბა­რო­ვა გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. შემ­თხვე­ვა, რო­მე­ლიც უამ­რავ კი­თხვის ნი­შანს აჩენს, რამ­დე­ნი­მე დღის წინ მოხ­და. ალი­ნა კამ­ბა­რო­ვა ნი­ჟ­ნი-ნოვ­გო­რო­დი­დან თბი­ლის­ში 16 მარტს ჩა­მო­ვი­და. ეს მისი პირ­ვე­ლი ვი­ზი­ტი არ ყო­ფი­ლა – ის სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­ნამ­დეც, ნა­ხე­ვა­რი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ცხოვ­რობ­და და მუ­შა­ობ­და. რუ­სეთ­ში მხო­ლოდ დრო­ე­ბით, ოჯა­ხის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად და ჯან­მრთე­ლო­ბის სა­კი­თხე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად დაბ­რუნ­და.

17 მარტს, 01:40 სა­ათ­ზე ალი­ნა უკა­ნას­კნე­ლად გა­მოჩ­ნდა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში. მან მე­გო­ბარ ალექ­სე­ის ვი­დეო-შე­ტყო­ბი­ნე­ბა გა­უგ­ზავ­ნა, სა­დაც სას­ტუმ­როს ნომ­რი­დან ხედს აჩ­ვე­ნებ­და და “ძილი ნე­ბი­სა“ უსურ­ვა.

ამის შემ­დეგ გო­გო­ნა ზა­რებ­სა და შე­ტყო­ბი­ნე­ბებს აღარ პა­სუ­ხობ­და. შეშ­ფო­თე­ბულ­მა მშობ­ლებ­მა თბი­ლის­ში მყოფ მე­გო­ბარს, ალექ­სე­ის სთხო­ვეს სას­ტუმ­რო­ში მი­ე­კი­თხა. 19 მარტს ალექ­სე­იმ სას­ტუმ­როს მფლო­ბე­ლის­გან შე­ი­ტყო, რომ ალი­ნა ჯერ კი­დევ 17 მარტს ნო­მერ­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს.

მამა აცხა­დებს, რომ ალი­ნას ქცე­ვა­ში სა­ეჭ­ვო არა­ფე­რი შე­უმ­ჩნე­ვი­ათ. სას­ტუმ­როს ნო­მე­რი მას მე­გობ­რებ­მა სამი დღით და­უ­ჯავ­შნეს, რათა მგზავ­რო­ბის შემ­დეგ ძა­ლე­ბი აღედ­გი­ნა.

რო­გორც რუ­სუ­ლი მე­დია წერს, ალი­ნა სას­ტუმ­რო­ში იმ მა­მა­კაც­თან ერ­თად შე­ვი­და, რო­მე­ლიც აე­რო­პორ­ტში დახ­ვდა, თუმ­ცა ცხედ­რის პოვ­ნი­სას ის ად­გილ­ზე არ იმ­ყო­ფე­ბო­და.

“გუ­შინ ვე­სა­უბ­რეთ გა­მომ­ძი­ე­ბელს. და­ნიშ­ნუ­ლია ექ­სპერ­ტი­ზა. პირ­ვე­ლა­დი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბით, ძა­ლა­დობ­რი­ვი სიკ­ვდი­ლის კვა­ლი სხე­ულ­ზე არ აღი­ნიშ­ნე­ბო­და“, – ამ­ბობს ალი­ნას მამა.

ამ­ჟა­მად ოჯა­ხი ექ­სპერ­ტი­ზის სა­ბო­ლოო დას­კვნას ელო­დე­ბა, რათა გა­ირ­კვეს, რა გახ­და სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლი, 22 წლის გო­გო­ნას უე­ცა­რი გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი. 

Back to top button